გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 1990 წელს გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რკინიგზის გადაკეტვით რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ - ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩავიგდებთ

25-02-2022

1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას.
 
„ვუპასუხებდი ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას სანქციების დაწესებისკენ. მინდა ჩვენს მოსახლეობას გავახსენო - ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში. შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით. 1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს. მე ვუსურვებ ყველას მშვიდობას. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კონცენტრირება მოვახდინოთ ქვეყნის შიგნით განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ასე ერთ მუშტად, მშვიდად, მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031