25-02-2022
საქართველოში ვიზიტად მყოფი პილიგრიმთა ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, სასტუმროებში უკვე განთავსდნენ. უკრაინელების ჯგუფი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა და 24 თებერვალს უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მათ საქართველოში დარჩენა მოუწიათ. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით კი ისინი სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.
"24-ში უნდა დავბრუნებულიყავით კიევში, დილით გავიღვიძეთ და ასეთი საშინელი ამბავი დაგვხდა. საბედნიეროდ ვართ საქართველოში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა სასტუმროში განთავსება, წარმოუდგენელი დახმარება მივიღეთ საქართველოს მთავრობისგან. უდიდესი მადლობა მთელ საქართველოს ასეთი მხარდაჭერისთვის. " - განაცხადა უკრაინელმა მოგზაურმა ელენა სლიოზკომ.
სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
16-11-2024
16-11-2024