გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას; ანტისახლემწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკის დრო დასრულდა

25-02-2022

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები და კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს  ეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. 


„მე სხვების განცხადებებზე კომენტირებას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ შემდეგი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები და კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, მაღალჩინოსნები საკუთრივ დეპარტამენტის, დენფრიდი, ყოფილი ელჩი მაილსი, აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი. ეს არის ჩემი შეფასება.კიდევ ერთს გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას. ანტისახლემწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930