28-02-2022
,,საბედნიეროდ საქართველოს მტრები ვერ საზღვრავენ იმას, რომ დღეს საქართველოს არა უნიათო "თეთრხელთათმანიანი მარქსისტები", არამედ ძლიერი, საერთაშორისო მხარდაჭერით აღჭურვილი ხელისუფლება ჰყავს’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მოპოვებულ ინფორმაციას თუ როგორ გეგმავენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოყენებას.
როგორც გაბრიჭიძე წერს, მათი გონება, მენტალობა და მანიაკალური იდეაფიქსი ვერ სცდება 1921 წელს და სურთ მაშინდელი ისტორია გაიმეორონ.
,,ყველამ ვიცით ის ავბედითი დეპეშა, რომელიც 101 წლის წინ სერგო ორჯონიკიძემ კრემლიდან მიიღო - დასტურია, აიღე ქალაქი! ამ გეგმით, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა, პირდაპირ ჩანს, რომ დასტური უკვე მიღებული აქვთ. საბედნიეროდ საქართველოს მტრები ვერ საზღვრავენ იმას, რომ დღეს საქართველოს არა უნიათო "თეთრხელთათმანიანი მარქსისტები", არამედ ძლიერი, საერთაშორისო მხარდაჭერით აღჭურვილი ხელისუფლება ჰყავს. ვერ საზღვრავენ, რადგანაც მათი გონება, მენტალობა და მანიაკალური იდეაფიქსი ვერ სცდება 1921 წელს და სურთ მაშინდელი ისტორია გაიმეორონ. ვერ გაიმეორებენ, რადგანაც უკრაინას არც 1918 წლის წინანდელი გეტმანი მართავს და არც რუსებს ჰყავთ ახალი "წითელი არმიის" მეთაურად ნიკოლაი შჩორსი. სერგო ორჯონიკიძის და სისხლიანი ბოლშევიკების ამ სულიერ შვილებს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს.’’ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024