გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მმართველობის პერიოდი ერთადერთი გამონაკლისია, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და სტაბილურობა მიღწეულია იმ პოლიტიკით, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა და რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ

28-02-2022

ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველოს საზრუნავი.
 
„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი - როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნა და როგორ დავაყენოთ ფეხზე. მსმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930