გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ

28-02-2022

„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას - ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ.  სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ   უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ  მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ", - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 


ვიცე-პრემიერის  თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს.
 
„ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის  სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ - რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031