1-03-2022
როდესაც უდიდესი გამოწვევების წინაშეა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, რეგიონი, ამ დროს გვჭირდება ყველაზე გაზომილი და სწორი პოლიტიკა, მათ შორის, ის რომ ყველაფერი გააკეთო ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ მოგიწია, ჩვენ ქართველები ვართ და არავის ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლებად არ უდუღს სისხლი. არ უნდა მოგიწიოს, მაგრამ თუ მოგიწია, მაშინ შეიძლება იბრძოლო და ყველას დაანახო გმირობის მაგალითები, მაგრამ მანამდე ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ბრძოლაში ძალით და ისე, რომ არ გქონდეს გააზრებული რას აკეთებ არ შეხვიდე, ეს არის მთავარი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ კითხვის პასუხად, ხომ არ უშვებს საქართველო ისტორიულ შანსს გამოუცხადოს უკრაინას დახმარება, უფრო ხისტი და მტკიცე განცხადებებით.
მისი თქმით, ამიტომ დააფიქსირა იმ უამრავი ახალგაზრდა ადამიანის მიმართ პატივისცემა, ვინც გულწრფელი ემოციით გამოხატავს სოლიდარობას და არა იმათ მიმართ პატივისცემა, ვისაც, როგორც გუშინ გამოჟონილი დოკუმენტის მიხედვით აღმოჩნდა, თავისი კონკრეტული მიზნები აქვთ.
„ერთი წელია, ამაზე ვლაპარაკობ. როგორ შეიძლებოდა აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე რეზოლუციისთვის დაეჭირათ მხარი, სადაც ეწერებოდა, რომ 7-ში დაიწყო ომი და 7-ში ეს ომი დაიწყო ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით ქართველი სამხედროების მიერ. ამაზე რომელიმემ პასუხი იცით დღემდე? ამათი ვაჟკაცობის დავიჯერო? და ამათი პატრიოტობის დავიჯერო, ამას ვინც ხელი მოაწერა? ამიტომ ვლაპარაკობდით მართლა რომ მოუწიოს ამ ქვეყანას ომი, შეგვატოვებენ ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და როგორც გარბოდნენ ისე გაიქცევიან მეთქი. ხალხმა მხარი დაუჭირა ისეთ დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ ორ თვეში ომიდან, 2008 წლის აგვისტოს ომზე ვსაუბრობ, აგერ მაქვს წამოღებული სპეციალურად რეზოლუცია, თუ ვინმეს ნანახი არ გაქვთ ახლავე გაჩვენებთ, რეზოლუცია, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა იყო კასეტური ბომბებითო და რუსეთის შეტევა იყო საპასუხოო შემდეგ მე-6 პუნქტში წერია. ამის ხელმომწერებს და მხარდამჭერებს დავუჯეროთ ვაჟკაცობის და პატრიოტობის შესახებ? და მათი ნარატივის და მათი შუამდგომლობების და მოწოდებების საფუძველზე ვიმოქმედოთ? არავის ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლებად სისხლი არ უდუღს და ეს ფსევდოპატრიოტიზმი არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. ფსევდოპატრიოტიზმი, რაც მათგან მოდის არ არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას. ომი უნდა აიცილო თავიდან თუ ამის რესურსი გაგაჩნია ბოლო მცდელობამდე, რომ შენს ქვეყანას გაუფრთხილდე, გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან. ამავდროულად, ყველა პოლიტიკური პლატფორმიდან ეს იქნება ეუთო, როგორც ვაკეთებთ, ეს იქნება ევრონესტი, როგორც ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ეს იქნება ევროპის საბჭო, სადაც საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის სტატუსის შეჩერებას თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმები, მხარი უნდა დაუჭირო, შენი პრინციპულ პოზიცია დააფიქსირო. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ასე გავაგრძელებთ. შესაბამისად, მორალის კითხვას ნაცმოძრაობის წევრებისგან ძალიან დიდი ბოდიში ვერ ავიტან ამასთან დაკავშირებით.
თუ შეიძლება თქვენი პარტიის წარმომადგენლებს გადაეცით ადრე თუ გვიან ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი გაგვცენ და თუ გაქვთ თქვენ რამე პასუხი ერთი წლის განმავლობაში თუ რამე გაიგეთ ამაზე რა გვიპასუხეს მაშინ უფრო დავუჯერებ ვიღაცეებს მათ შორის, თქვენს გულწრფელობას. ხომ არ გაქვთ რამე პასუხი ამაზე? რეზოლუციაზე პასუხი გაქვთ რამე? რამე იცით ამის შესახებ? მიპასუხეთ, იქნებ იმაზე გაგცეთ პასუხი. რეზოლუციას რატომ დაუჭირეს მხარი. კასეტური ბომბებით დავბომბეთ ჩვენ და ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი 2008 წელს. რამე იცით ამის შესახებ? არ იცით, იცით რატომ არ იცით? იმიტომ არ იცით, რომ ეს არის ღალატი და დღეს რასაც აკეთებენ და როდესაც ოპოზიცია იქნება, უმრავლესობა თუ ნებისმიერი ადამიანი, უნდა გაერთიანდეს, ერთი საერთო ინტერესის და მეგობარი ქვეყნის და მისი ხალხის მხარდაჭერის ინტერესის გარშემო ამ დროს შიდა ასეთი სიტუაციების შექმნა ღალატი მგონია და მგონია არაფერს ვაშავებ, რომ სწორად ვაზროვნებ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024