1-03-2022
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის.
ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონი, მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და პირველადი მოხმარების სხვა ნივთების შეძენა განხორციელდება.
,,აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მოძმე ერს'' -აცხადებს გოჩა ენუქიძე.
მსურველებმა ინფორმაციისთვის დარეკეთ:
აბროლაურის მერია-598 39 03 12
ონის მერია- 599 22 48 42
ცაგერის მერია- 551 40 31 40
ლენტეხის მერია- 599 85 27 25
მესტიის მერია- 595089530 შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი, უკრაინაში საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება.
16-11-2024
16-11-2024