გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი რომან გოცირიძეს: საქართველოს 2008 წელს უნდა გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რატომ არ გავაკეთეთ?

1-03-2022

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს ასოცირების შეთანხმება, ეს არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირამდე, ევროკავშირში მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს, მათ შორის, არც ომის.


ევროკავშირში მისასვლელად არის ერთადერთი გზა, ვიყოთ ახლოს ევროკავშირის სტანდარტებთან - ასე უპასუხა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის იურიდიული, საფინანსო-საბიუჯეტო და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნაცმოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვას - შექმნილი გარემოებების გამო, აპირებს თუ არა საქართველო, უკრაინის მსგავსად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე.


მაკა ბოჭორიშვილმა გოცირიძის გამოსვლას პოპულისტური უწოდა, შემხვედრი კითხვით მიმართა და დაინტერესდა - საქართველოს 2008 წელს უნდა გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რატომ არ გავაკეთეთ?


„თქვენ არ გაინტერესებთ პასუხი. ჩემი პასუხი გაინტერესებთ? გეტყვით გულახდილად. საქართველოს 2008 წელს უნდა გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რატომ არ გავაკეთეთ? ეს კითხვა თქვენ“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციით აქვს გაცხადებული ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია.


„საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, ვინც თქვა კონკრეტული თარიღი, რაც აქამდე არც ერთ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირთან არ გაუბედავს და უთქვამს. ჩვენ ვაკეთებთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ჩვენ არ შეგვშინებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობების და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო და არის განსხვავებული განწყობები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. თქვენ თუ არ იცით გეტყვით. რამდენიმე წლის წინ მაშინ, როდესაც ბალკანეთის ახალი ქვეყნები დადგნენ ევროკავშირში გაწევრიანების რიგში, ევროკავშირისგან მათ ჰქონდათ არაერთგვაროვანი პასუხი და შესაბამისად, ეს პროცესები არის ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას არ შეშინებია ამის, რომ ეთქვა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ეს ნაბიჯი გადაიდგმება და კონკრეტული თარიღიც დავთქვით ამისთვის. აქვე გეტყვით, ყოველ თვე, თუ თვეში ორჯერ და სამჯერ არა, გახლავართ ბრიუსელში ან სტრასბურგში ინტენსიურად, ყოველდღიურად, სხვადასხვა დედაქალაქებშიც მათ შორის. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მათ შორის, ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საფრანგეთთან, რომელიც გამოირჩევა ევროკავშირის გაფართოებასთან განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიციებით. ინტენსიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში და ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული საქმეები და უბრალოდ გირჩევდით, თუ მეტად ჩაერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში მეტი ინფორმაცია გექნებათ ამასთან დაკავშირებით. თქვენ დააგვიანეთ, ერთი წელი გააცდინეთ, ჩვენ არ გაგვიცდენია. ასევე გირჩევთ, უყუროთ სხვადასხვა არხებს იმიტომ, რომ მე მგონი შექმნილი გაქვთ პარალელური რეალობა, სადაც არ მოგეწოდებათ ინფორმაცია რას აკეთებს ხელისუფლება. კარგი იქნება თუ ამასაც კარგად დაინახავთ რას აკეთებს ხელისუფლება. ლოკომოტივი ახსენეთ და გეტყვით, თქვენთვის ზღაპარია სახელმწიფო და ხელისუფლება რას აკეთებს იმისთვის, რასაც მეკითხებით და მე გპასუხობთ. საქართველო არის ლოკომოტივი, რომელიც სამი ასოცირებული ქვეყნის სათავეში დგას, როდესაც ამ სამი ასოცირებული ქვეყნის ალიანსის შექმნას ჩვენ ვუყრიდით საფუძველს და გავაკეთეთ და მივაღწიეთ შარშან იმას, რომ ასოცირებული ტრიო ოფიციალურად იქნა აღიარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ეს იყო უდიდესი ნაბიჯი გამომდინარე იმ განწყობებიდან, რაც ევროკავშირში არსებობდა. ეს იყო საქართველო, ეს იყო საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ეს იყო თითოეული ჩვენგანი მმართველი გუნდიდან, ვინც დავდიოდით და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყოველდღიურად ვთხოვდით, რომ ეს მომხდარიყო. შესაბამისად, ლოკომოტივს რაც შეეხება ასევე გირჩევთ წაიკითხოთ ის ანგარიშები, რომელიც მზადდება საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930