გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და ვალია, რომ ყველა დონეზე მხარი დავუჭიროთ უკრაინას და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს

1-03-2022

„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით,  უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ ქართველი ერი უკრაინელი ერის გვერდით დგას.


„ჩვენ ვხედავთ როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში . ჩვენს მეგობრობას  აქვს ხანგრძლივი ისტორია. უკრაინელებთან ძალიან ემოციური კავშირი გვაქვს  და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს.  სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამ უპრეცედენტო მაგალითისთვის.


ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. კერძოდ, ყველა დონეზე , ყველა ფორმატში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის   სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყო მყარი და ურყევი. შეგახსენებთ , რომ ევროსაბჭოში, ეუთოში, გაეროში, ყველა დონეზე, სადაც ეს პრინციპული საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს პრინციპული პოზიცია ყველა დოკუმენტში, ყველა კენჭისყრისას.


ასევე ხაზს გავუსვამ,  ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს საელჩო დღემდე რჩება და ოპერირებს კიევში რაც არის ასვე მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. და ჰუმანიტარული დახმარება რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პირველივე დღიდან ყველაფერი კეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით საქართველოში დარჩენილ ტურისტებს და ისინი არიან უზრუნველყოფილი სრული უფასო მომსახურებით, ამისთვის კერძო მოსახლეობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ.


მოგახსენებთ ასევე მთავრობის სახელით გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში და ჩვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება იყოს გაწეული და გაწეული იყოს შესაბამისი ძალისხმევა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სანქციების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დგას ქვეყნის უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე.


„ როდესაც სხვას ვერ უქმნი პრობლემას და პირიქით საკუთარ ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა არის გაუმართლებელი. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.  ყველას კარგად ესმის, რომ ამ მარტივ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციისთვის იყენებენ.


ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება, და სახელმწიფო ეროვნული ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე მძიმე კამპანია წარმოებს ხელისუფლების და პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. იმ დროს როცა ყველა უნდა იყოს ერთიანი, ჩვენ ვხედავთ ასეთ მძიმე კამპანიას და ამ კამპანიის ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიები  რუსეთს, გადასცეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რუსეთის ფედერაციას და ახლა სურთ 2008 წლის განმეორება ჩვენს ქვეყანაში და თითოეული მათი  პროვოკაცია მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, მეხუთე კოლონა, შულავერის  კომიტეტი, ასეთი ეპითეტებით „ამკობენ" ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს.  მათ ამის საშუალებას არ მიცემთ და ამაზე გვექნება სათანადო პასუხი, ამასთან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგა ჩვენი უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930