1-03-2022
,,აპოკალიფსის ლამის ოთხივე მხედარი გამოჩნდა დღეს უკრაინის ცაზე - და თქვენ, უკრაინის ხელისუფლება, რით ხართ დაკავებული? მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გამიზნულ შეურაცხყოფას აყენებთ, პრეზიდენტი ომის დროს - უკრაინაში 55 მოხალისეს ვერ გაგზავნის გამო ელჩს იწვევს, მაშინ როდესაც შენთან ომში მყოფ ბელარუსის ელჩს არც კი ეხება’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე.
როგორც ქართველიშვილი წერს, თქვენ ყოველი მომდევნო მცდელობაა, საქართველო უკრაინა-რუსეთის ომში მხარედ ჩაგეთრიათ - გასაგები იყო ჩვენთვის. თქვენ გაღიზიანებდათ ჩვენი გაწეული დახმარების ყოველი ფაქტი, ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი გულწრფელად ნათქვამი ყოველი სიტყვა და თანადგომა, უკრაინელი ლტოლვილებისადმი სიყვარული და სტუმარმასპინძლობა - ეს ყველაფერი გაღიზიანებდათ!!!
,,მართლა იდიოტებთან კი არ გაქვთ საქმე, ყველაფერი იშიფრება და ექვემდებარება ლოგიკურ ანალიზს - რამეთუ გაკლიათ მრავალუჯრედიანი აზროვნების უნარი და გჩვევიათ მოწინააღმდეგის შესაძლებლობების დაკნინება. აპოკალიფსის ლამის ოთხივე მხედარი გამოჩნდა დღეს უკრაინის ცაზე - და თქვენ, უკრაინის ხელისუფლება, რით ხართ დაკავებული? მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გამიზნულ შეურაცხყოფას აყენებთ, პრეზიდენტი ომის დროს - უკრაინაში 55 მოხალისეს ვერ გაგზავნის გამო ელჩს იწვევს, მაშინ როდესაც შენთან ომში მყოფ ბელარუსის ელჩს არც კი ეხება.
აზერბაიჯანი - რომელმაც დონბასის აღიარების დღეს პუტინთან „სამოკავშირეო დეკლარაციას“ ხელს აწერს - არც კი გახსენდება და მოლდოვა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა ამ ომში თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ - შენიშვნის ღირსიც კი არ გახადე!!! ყურები გიჩანს - გამოდი ბუჩქებიდან! მხოლოდ იმაზე გვიპასუხე - საქართველოზე მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა უკრაინული და ქართული მეხუთე კოლონების პოზიციებიდან შენით მოგივიდა თავში, არა/პატივცემულო უკრაინის ხელისუფლებავ - თუ ყურში ჩაგჩურჩულა ვინმემ? რომ საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა - შველაც იქნებოდა უკრაინისთვის, მსოფლიოს რუსეთის აგრესორად დადანაშაულებაში - კიდევ ერთი გეოპოლიტიკური მიმართულება გაიხსნებოდა, ხოლო შიდა მოღალატეებს საშუალება მიეცემოდათ საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩანაცვლებისა - ფსევდო/ლიბერალური ანტიქართული და საქმით პრორუსული გეგმების განმხორციელებელი ძალებით!!! ყოველი თქვენი პროვოკაციული ნაბიჯი - ჩვენი ახალგაზრდებისადმი მოწოდებით, გალაშქრებულიყვნენ ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით, თუ ერთი ადგილი გააჩნიათ - გავშიფრეთ.
თქვენი ყოველი მომდევნო მცდელობა, საქართველო უკრაინა-რუსეთის ომში მხარედ ჩაგეთრიათ - გასაგები იყო ჩვენთვის. თქვენ გაღიზიანებდათ ჩვენი გაწეული დახმარების ყოველი ფაქტი, ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი გულწრფელად ნათქვამი ყოველი სიტყვა და თანადგომა, უკრაინელი ლტოლვილებისადმი სიყვარული და სტუმარმასპინძლობა - ეს ყველაფერი გაღიზიანებდათ!!! თქვენს წინაში სულ სხვა ამოცანები იდგა და თქვენ ამ ბინძურ თამაშში თავად გაებით - რამეთუ ადვილად იშიფრებით, რამეთუ ერთუჯრედიანები იყავით და ხართ.
თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელიც არაერთი წინამორბედი იყო და რჩება ქართული და უკრაინული მეხუთე კოლონების მძევლები. მე მეცოდება თქვენს ხელში როგორც ქართველი, ასევე თითოეული უკრაინელი მოქალაქე. ომი უნდა დასრულდეს!!! უკრაინელმა და ქართველმა ხალხმა უნდა ამოისუნთქოს!!! თქვენ უნდა დასრულდეთ!!! საქართველოს ხელისუფლება უნდა გაძლიერდეს და ხალხის მხარდაჭერით, გაუძლოს ამ ვერაგულ პროვოკაციებს და მტრულ გეგმებს!!! დროა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!!! ხოლო ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანადგომას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ!!! Слава народу Украiни!!! David Kartvelishvili’’ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024