1-03-2022
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე "ტვ პალიტრასთან" სატელევიზო ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:
„ომი არის უკრაინაში, ეს ხომ ფაქტია, მაგრამ რისკ-ფაქტორები საქართველოს ამით არ ასცდება. პირიქით, ჩვენ გვიწევს ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა და ცოხვრება, რაც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის არის გაუცხოვებული; დღეს, ჩვენ, მავანთა საკამოდ ფართო გამოხატულებას ვისმენთ, მაგრამ ამ კატეგორიას რომ ვკითხოთ, რომელი მათგანი როგორი ბენეფიტებით გამოირჩეოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში შეტანილი წვლილით, მაგ: რეზერვისტობაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაში, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, რეალურად, დაგვრჩება ხელში საკმაოდ მცირე პროცენტი.
საბრძოლო მოქმედებებს და კონკრეტულ ქმედებებს, ექსტრემალურ სიტუაციაში, არ იგებს სურვილი. ეს სურვილი თუ არ იყო გაჯერებული არა მარტო პატრიოტიზმით, არამედ პროფესიონალიზმითაც, ხელში გვრჩება იმედგაცრუება. ამ ქვეყანას კრიზისი ყოველთვის უდგებოდა, მაშინ როდესაც თითოეული ჩვენგანი და საზოგადოება ხდებოდა არა პრაგმატიზმის, არამედ ურა-პატრიოტიზმის ბრმად მიმდევარი.
რაც შეეხება უკრაინას_ იქ განვითარებულმა პროცესებმა გარკვეულწილად, აქსიომის წინაშე დააყენა რუსეთის მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც განცდა იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სამყაროს ცალკეული სახელმწიფოები არიან დამოუკიდებლები, არ აქვს, მაინც თავის გაგრძელებად მიიჩნევს. ეს იყო ზუსტად იმის მიზეზი, რის გამოც ემოციურად დაუშვეს შეცდომა_დაიწყეს მოქმედება უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულად. უმთავრესი რამ მოხდა აქ_მისმა წახალისებამ ამ ქმედებისკენ აღმოაჩინა და გააკეთა ის, რომ მიუხედავად მისი პროპაგანდის ნაწილისა, რომელიც მიმართული იყო, კონკრეტული სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთაც ფაშისტებს ეძახდა, უცებ აღმოაჩინა და დადგა იმის წინაშე, რომ უკრაინის სახელმწიფომ მას დაუპირისპირა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა" - აცხადებს კობალაძე.
16-11-2024
16-11-2024