გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საყოველთაოკამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს

2-03-2022

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოე უკრაინისთვის იწყებს. წამოწყებას თიბისიც უერთდება.უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოე უკრაინისთვის იწყებს. წამოწყებას თიბისიც უერთდება.


კამპანიის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინელ მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული.


სახელმწიფო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას.


პროექტში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს საკვები, ჰიგიენის, ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ტანსაცმლისა და სხვა საშუალებების, მათ შორის ბრეზენტის ნაჭრების, საწვავის გადასატანი ავზების, იატაკის საიზოლაციო მასალისა და სხვ. მიწოდებას.


კამპანიაში ჩასართავად, კომპანიებმა შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ- https://bit.ly/3hnb8oL


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის, 1525 საშუალებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930