2-03-2022
უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ავტოიმპორტიორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ავტომობილების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ 45-დღიან ვადაში ვერ ახერხებენ.
უწყების ინფორმაციით, საბაჟო სამართალდარღვევისთვის კუთვნილი სანქციისგან 100 ერთეულზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება.
16-11-2024
16-11-2024