3-03-2022
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, "ღამის კურიერში" იმაზე ისაუბრა თუ რატომ არ უწესებს საქართველო რუსეთს სანქციებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, ისევ საქართველოს 100 ათასობით ოჯახს დაზარალდებიან, რუსეთზე კი გავლენას ვერ მოახდენს, მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც, რუსეთს თავად აქვს აკრძალული ფრენები საქართველოში.
"გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია. იგივე საჰაერო ფრენები და ა.შ. ანუ, იმდენად პატარაა საქართველო, რომ ის ვერ მიაყენებს რუსეთს ვერავითარ მტკივნეულ დარტყმას სანქციებით.
მთელი კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვა ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, მაშინ, ამ დროს კი, რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოში, ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უმრავი დეტალია, რაც იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ - 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე რაიმე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
16-11-2024
16-11-2024