3-03-2022
ჩვენი ოცნება, საქართველო გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, რეალური ხდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ხელისუფლებას მყარად აქვს აღებული ევროპული კურსი და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ ეს პროცესები დააჩქარა და უკრაინის შემდეგ საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2008-2022 წლის ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა.
„დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს!
ჩვენი ოცნება, საქართველო გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, რეალური ხდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ხელისუფლებას მყარად აქვს აღებული ევროპული კურსი და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ჩვენი მმართველობის პერიოდში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველო გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ ყველა პუნქტს ვასრულებდით და ამით კიდევ ერთხელ ხაზსს ვუსვამდით ჩვენს პოლიტიკურ მიზანს - საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა.
რუსეთის აგრესიამ ახლა უკვე უკრაინაში ეს პროცესები დააჩქარა. უკრაინის შემდეგ საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2008-2022 წლის ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა.
მსურს გამარჯვება ვუსურვო უკრაინელ ხალხს ამ გმირულ ბრძოლაში. მჯერა, სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და მათი თავგანწირვა გამარჯვებით დასრულდება. საქართველო აგრძელებს უკრაინის დახმარებას და მათთან ერთად ვიქნებით ბრძოლის ბოლომდე, მიუხედავად მათი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებისა.
საქართველო და უკრაინა აუცილებლად ვიქნებით ევროპული ოჯახის წევრები ჩვენი დიდებული ისტორიებით და უპრეცედენტო გმირობის ქრონიკებით“,- განაცხადა ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024