გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე

3-03-2022

ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერისას აღნიშნა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს, ახლოსაა ევროკავშირთან. 


„2014 წელს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ხელი მოვაწერე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ჩაგვეყარა მტკიცე და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციისთვის. საამაყოა, რომ 2014 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულობით და საზოგადოების მხარდაჭერით საქართველო, როგორც ევროკავშირის  ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს  შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის  ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930