3-03-2022
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის სივრცეში, რაც ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელისმოწერისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ.
პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოს მოდერნიზაცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეუქცევადია.
„დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანტარტების შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებში შეუქცევადია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024