3-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები დედები, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოჯახებში პირადად მოინახულეს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.
16-11-2024
16-11-2024