3-03-2022
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქ. კიევსა და ქ. ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით. მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქ. ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით. 👉 საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის.
🔹 საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია.
📣 მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
📍 დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც ადგილზე ყოფნის ასევე ტერიტორიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით.
📍 დარჩნენ მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, როგორც ქვეყანაში ყოფნის, ასევე მისი დატოვების შემთხვევაში.
📍 მუდმივად თან იქონიონ მგზავრობისათვის აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და ნაღდი ფული.
📍 მუდმივად მუშა მდგომარეობაში იქონიონ მობილური ტელეფონები და ენერგიის დამატებითი წყაროები (ე.წ. პორტატული დამტენი).
📍 მობილურ ტელეფონებში იქონიონ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების ნომრები.
📍 თვალყური მიადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს" - ნათქვამია განცხადებაში. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ცხელი ხაზის ნომრებს:
🔹 საქართველოს საელჩო, კიევი:+ 380 (63) 376 77 68+ 380 (44) 590 69 50+ 380 (93) 544 01 17+ 380 (63) 376 73 64
🔹 გენერალური საკონსულო, ოდესა:+ 380 (63) 176 75 55+ 380 (93) 761 17 17🔹 საგარეო საქმეთა სამინისტრო:+ 995 (32) 2 94 50
16-11-2024
16-11-2024