4-03-2022
„ნაცმოძრაობა აგრძელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამაში დებს დიდძალ ფულს. ყველას გვახსოვს, როგორ ძვრებოდნენ ტყავიდან, ოღონდაც საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ნაცმოძრაობის მიერ დასავლელი ლობისტების დაქირავების შესახებ, რისთვისაც ნაცმოძრაობამ 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს“.
ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ფაქტიურად საბოტაჟში, ნაცმოძრაობასთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მისი პოლიტიკური სატელიტები და მასთან აფილირებული ორგანიზაციები და პერსონები“.
„ნაცმოძრაობა აგრძელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამაში დებს დიდძალ ფულს. ყველას გვახსოვს როგორ ძვრებოდნენ ტყავიდან, ოღონდაც საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო. ამ ამაზრზენი მოქმედებისთვის ბევრი კომენტარიც კი არ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ვფიქრობ, ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ფაქტიურად საბოტაჟში, ნაცმოძრაობასთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მისი პოლიტიკური სატელიტები და მასთან აფილირებული ორგანიზაციები და პერსონები“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024