4-03-2022
ის რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა "საქმეებიდან" ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით. დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს.
„ის რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა "საქმეებიდან" ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით. გვახსოვს ე.წ. სახალხო დამცველის "დანოსები", რომლებიც ბოღმით და ტყუილით ერთი-ერთში ჰგავს 1937 წელში ჩეკაში დაწერილ "დანოსებს". და დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას. არაუშავს. ვერ შეძლებენ თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს“- წერს გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024