გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს მიშელ ვიონს შეხვდა

4-03-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს მიშელ ვიონს შეხვდა. მხარეებმა 2023 წელს დაგეგმილ სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს, რომელიც ბაკურიანში უნდა გაიმართოს. საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, სადაც სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულა


.ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ ვიონს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სათხილამურო და ზამთრის კურორტების განვითარება და მსოფლიო დონის შეჯიბრებებისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადება უმნიშვნელოვანესია.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021-2022 წლების ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპი გაიმართა პარალელურ გიგანტურ სლალომში. ჩემპიონატის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება მსოფლიო სტანდარტების დონეზე იყო ორგანიზებული.აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია. შეიქმნა გათოვლიანების ახალი სისტემა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო ტრასები, საბაგირო, შეიძინეს 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვენტარი და სპეციალიზირებული თოვლსატკეპნი ტექნიკა, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონ ლარს შეადგენს.2023   წელს დაგეგმილი ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის დაგეგმილია ხელოვნური ტბების აგება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა და სათხილამურო ტრასებისა და შენობა-ნაგებობების მოწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მილიონ ლარს შეადგენს.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე- პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლენგი, ფედერაციის მრჩეველი გიორგი რამიშვილი და სათხილამურო ფედერაციის ღონისძიებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სანდრა სპიტსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930