გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია, რათა საზოგადოებაში არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა

4-03-2022

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია, რათა საზოგადოებაში არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.


მისი თქმით, „დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ და ეს კითხვებს იწვევს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციების გავრცელება“.


„რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. სხვათა შორის, ყველას შევახსენებ, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და კერძო მიმოსვლა არ არის. რაც შეეხება მონაცემებს, გუშინ, გარკვეულწილად თემა იყო ისე განხილული, რაც არის ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიის იმისთვის, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოვიდეს და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოგიწოდებთ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930