4-03-2022
„იცით, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანა. ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შეთანხმების შესრულების კუთხით ამ სამეულში ლიდერი გახლავთ და თავისთავად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი დაჩქარებული პროცედურით იმსჯელებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტატუსის არა იმდენად ფორმალური ნაწილი, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობის და სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების" გუნდი და პარლამენტი. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირში გაწევრიანების წევრის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი, რომ ასეთი გეგმა და პრეტენზია ჰქონდა "ქართულ ოცნებას" ეს განაცხადი გაეკეთებინა. დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებას ამ განაცხადს ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც როგორც პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენთვის საერთო ჯამში, მაინც მთავარი არის, რომ ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას. მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა და სწორედ ამას მისდევს "ქართული ოცნების" გუნდი და პარლამენტი. იცით რომ ბოლო სხდომაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მივიღეთ პირველი მოსმენით "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, რომელიც გახლავთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოტანის ერთ-ერთი მაგალითი და მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მაგალითი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024