გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: ნაცების ერთადერთი მიზანი საკუთარი ქვეყნის დამარცხება, საკუთარი მოსახლეობის სისხლში ჩახშობა და საკუთარი ქვეყნის გაყიდვაა

4-03-2022

„რუსი დევნილები, თუ ტურისტები სწორედაც პუტინის რეჟიმს გაურბიან. სწორედაც ომს გაურბიან და მათ მიმართ ნებისმიერი პროვოკაცია, არის ის რასაც პუტინი მათ წინააღმდეგ აპირებდა“- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.


ექსპერტი იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებას და მისი განმარტებით ნებისმიერი პროვოკატორი სწორედაც რომ პუტინის საქმის გამკეთებელია.


"ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს." სრულად ვეთანხმები და ჩემის მხრივ უბრალოდ დავამატებ, რომ ისინი არიან არა "ომის პარტია", არამედ "მოღალეტეობრივი ომის პარტია". "ომის პარტია" რაც არ უნდა ცუდი ფორმულირება იყოს, არის გამარჯვებისკენ მიმართული, ხოლო ნაცების ერთად ერთი მიზანი საკუთარი ქვეყნის დამარცხებაა.


საკუთარი მოსახლეობის სისხლში ჩახშობა და საკუთარი ქვეყნის გაყიდვა. ის რუსი დევნილები, თუ ტურისტები (ძალიან მეეჭვება, რომ დღეს რომელიმე რუსი ტურისტად აპირებდეს საქართველოში ჩამოსვლას), სწორედაც პუტინის რეჟიმს გაურბიან. სწორედაც ომს გაურბიან და მათ მიმართ ნებისმიერი პროვოკაცია, არის ის რასაც პუტინი მათ წინააღმდეგ აპირებდა. ასე რომ ნებისმიერი პროვოკატორი, თუ იმ იდეის მომხრე, სწორედაც რომ პუტინის საქმის გამკეთებელია“- წერს გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930