გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: ცილისმწამებლური კამპანიისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს

16-06-2018

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას განცხადებით, აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს. დღეს კი ეს რეგულაცია ძალიან სუსტია.


"საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა გვესმოდეს, რომ დედის გინება (უცენზურო სიტყვები) და სხვა ღირსების შემლახავი კამპანია შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ჩვენ, კანონმდებლებს გვეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე იურისტებმა და უფლებადამცველებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ და დისკუსია გახსნან"-აცხადებს ქვარაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031