გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ საფრანგეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოებს

4-03-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც შეხვედრები გამართა გამოყენებითი მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტსა (INSA Rennes) და უნივერსიტეტ რენ ერთში (Rennes 1). შეხვედრა შედგა უნივერსიტეტ Rennes 1-ის  პრეზიდენტთან, დეივიდ ალისთან,  ვიცე-პრეზიდენტებთან, სამართლის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან.


შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ინტენსიფიკაციას, ორმაგი ხარისხების მინიჭების პერსპექტივებსა და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს. ამასთან, მხარეებმა მიიღეს გადაწვეტილება, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ევროპათმცოდნეობის დარგში ერთობლივი ხარისხის მისანიჭებლად. ასევე, განიხილეს ერთობლივი ხარისხის პერსპექტივა ეკონომიკის მიმართულებით.შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საუბარი უახლოეს პერიოდში გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თსუ-სა და Rennes 1-ის პროფესორები. ამ შეხვედრაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით, მათ შორის ქიმია-ბიოქიმიის დარგში,  სამომავლო თანაშრომლობის არეალები გამოიკვეთება.


ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი შეხვდა INSA Rennes დირექტორს, მუჰამედ დრისსის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრებზე გადაწყდა, რომ თსუ-სა და INSA Rennes -ს შორის უკვე არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და შესაძლებელი იქნება ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების, კიბერ უსაფრთხოებისა და Big Data-ს მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. 


თსუ რექტორმა INSA Rennes-ს პროფესორი, მირეი დუკასი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების  განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი INSA Rennes-სთან 2013 წლიდან, Rennes 1-თან კი 2018 წლიდან თანამშრომლობს. უნივერსიტეტი Rennes 1  ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის კოორდინატორია საფრანგეთის მხრიდან.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031