4-03-2022
„მათ გადაწყვიტეს, რომ შეეტენონ ხალხის მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის შეკრებას, თავიანთი მედიასაშუალებებით ასაუბრონ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ბუნებრივია ძირითად აქცენტს გააკეთებენ არა უკრაინისადმი სოლიდარობაზე, არამედ მთავრობის გადადგომაზე და ამით ეცდებიან გარკვეული გავლენა მოახდინონ როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე იმ დასავლელ პარტნიორებზე, რომელთა მესიჯ-ბოქსები სავარაუდოდ უკვე სავსეა დანოსებით“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ.
ექსპერტის განმარტებით საბედნიეროდ როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრები ძალიან კარგად ხედავენ აშკარა პროვოკაციულ გამოხტომებს და ხედავენ იმ შედეგს, რაც პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩამოიტანა.
„ნაცებმა გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ მათი რესურსი აქციაზე მაქსიმუმ 200 ადამიანის გამოყვანაა, რასაც ბუნებრივია დაცინვის გარდა არანაირი შედეგი არ მოქვს საკმაოდ საინტერესო, მაგრამ ერთსაათიანი წარმატების მეთოდი შეიმუშავეს. მაგალითად: თამარ ჩერგოლეიშვილი - დღეს 20:00 საათზე ზელენსკის მოსასმენად გავდივართ. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ - ჩვენ ფოკუსი უნდა გავასწოროთ, ვიდგეთ მტკიცედ და ჩამოვირეცხოთ ეროვნული და ინდივიდუალური სირცხვილი! (ოღონდ ახლა ქართველმა პოლიტიკოსებმა ზელენსკის ჩრდილში ტერიტორია არ ხაზონ, მეტი არაფერი მინდა) სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადგილას, მე დღეს 20:00 საათზე, ქართველ ხალხთან ერთად მოვუსმენდი ზელენსკის და იქვე მივმართავდი ხალხს. მათ გადაწყვიტეს, რომ შეეტენონ ხალხის მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის შეკრებას, თავიანთი მედიასაშუალებებით ასაუბრონ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ბუნებრივია ძირითად აქცენტს გააკეთებენ არა უკრაინისადმი სოლიდარობაზე, არამედ მთავრობის გადადგომაზე და ამით ეცდებიან გარკვეული გავლენა მოახდინონ როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე იმ დასავლელ პარტნიორებზე, რომელთა მესიჯ-ბოქსები სავარაუდოდ უკვე სავსეა დანოსებით. საბედნიეროდ როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრები ძალიან კარგად ხედავენ თუ როგორ „მსჯელობს“ ნინო ბურჯანაძე საქართველოს ევროპულ ორიენტაციაზე და ხედავენ სალომე ზურაბიშვილის უზარმაზარ წვლილს ჩვენი საგარეო ვექტორის სწორად წარმართვის საქმეში. ხედავენ კამერების წინ ხაბაზი-ქაცარავა-ვაჟა ექიმის ქიჩმაჩს და ხედავენ უკრაინისთვის რეალურ დახმარებას. ხედავენ აშკარა პროვოკაციულ გამოხტომებს და ხედავენ იმ შედეგს, რაც პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩამოიტანა. და რაც მთავარია ხედავენ იმ ნაბიჯებს, რაც პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის გადადგმული. ხედავენ და თავის გასაკეთებელს აკეთებენ“-წერს Facebook-ზე გია გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024