4-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი მეწარმეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და უკრაინაში დაზარებულთათვის ჰუმანიტარულ აქციის შესახება ესაუბრა.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოხატეს აქციაში მონაწილეობაზე და სურვილი გამოთქვეს დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ მოსახლეობას. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ ამ მძიმე წუთებში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის თანადგომა.
გარდა იმისა, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა სახსრები პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად, ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს მერიის, საკრებულოს და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმაც.
ნივთების მიტანა შემდეგ მისამართზე:
ქ.ტყიბული, თაბუკაშვილის N5 (სპორტის სასახლე);
ტელ: 595 85 77 05
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე
სახაზინო კოდი - 300278800
დანიშნულება - უკრაინისთვის
16-11-2024
16-11-2024