5-03-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ფერმერების საჭიროებების გათვალისწინებით მიმდინარე პროექტებში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, კენკროვნების, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევადა, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ბაზრების დივერსიფიკაციას.ჩვენთვის მნიშვნელოვანია,აქტიურად გაგრძელდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსადა კერძო სექტორს შორის, რათა შემუშავებული ყოველი ახალი სახელმწიფო პროგრამა თუ ინიციატივა მორგებული იყოს დარგის საჭიროებებზე, ხოლო მიმდინარე პროგრამებში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რაც ხელსშეუწყობს არსებული გამოწვევების დაძლევას და სექტორის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის მიმართულებით, ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს - 2021 წელს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 1 142 000000 აშშ დოლარი შეადგინა.თუმცა, სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის, ეს რიცხვი 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი იყოს. რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად სამუშაო კიდევ ბევრია და სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვები და გეგმები, თუმცა სწრაფი შედეგისთვის, პროცესში დარგობრივი ასოციაციების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში დაიწყება შეხვედრებიცალკეულიასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად იქნება განხილული კონკრეტული დარგისსაჭიროებები,მისი განვითარების სამომავლო გეგმები და ინიციატივები.
16-11-2024
16-11-2024