გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც თავისი საელჩო, მთელი დიპლომატიური კორპუსით დატოვა კიევში

5-03-2022

რაც არ უნდა მოხდეს უკრაინელების მხრიდან, ხელისუფლებას ვგულისხმობ, ჩვენი მხრიდან, ასეც და ისეც, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა იქნება ურყევი და მაქსიმალური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც თავისი საელჩო, მთელი დიპლომატიური კორპუსით დატოვა კიევში.


„კომუნიკაცია ბუნებრივია, მუდმივია. მათ შორის, იცით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც თავისი საელჩო, მთელი დიპლომატიური კორპუსით დატოვა კიევში და თქვენ გახსოვთ, რომ პირველივე დღეებში პრაქტიკულად მთელმა დასავლურმა სივრცემ თავისი ელჩები და საელჩოები გაიყვანა კიევიდან, უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვერავის გაამტყუნებ, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ განსაკუთრებული სოლიდარობა უნდა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, საქართველოს საელჩო დარჩა კიევში. ეს არის ჩვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, არის მუდმივი კავშირი. ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი მხრიდან არის განხორციელებული, შეთავაზებული, არის მუდმივი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სამწუხარო ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მიმართ.

 

ჩვენთვის მთავარი არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინელების მხრიდან, ხელისუფლებას ვგულისხმობ, ჩვენი მხრიდან, ასეც და ისეც, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა იქნება ურყევი და მაქსიმალური. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რომ არ მოვადუნოთ ჩვენი მხარდაჭერა – პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენთვის მთავარი. იქ ვიღაცების გავლენებით, სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის თუ არახამიას გავლენით რა განცხადება გაკეთდება და რა გადაწყვეტილება მიიღება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. ამის პირობას ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას და ასევე უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031