5-03-2022
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ონლაინ ფორმატში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, ფინანსთა მინისტრს, სიგრიდ კააგს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოსა და რეგიონზე, ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციები და სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ფინანსთა მინისტრმა კოლეგასთან, ასევე, განიხილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების თაობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა და ამ გზაზე გასატარებელი რეფორმები და სამომავლო ნაბიჯები.
ლაშა ხუციშვილმა სიგრიდ კააგს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო, ტრადიციულად უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, სადაც საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები.
დასასრულს, მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონში მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, მხარდაჭერის დამატებითი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
16-11-2024
16-11-2024