16-06-2018
"კოტე იოსელიანს შეეშალა, ბოდიში მოიხადა, გავიგეთ, გავიარეთ"-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, მისიე მეუღლის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კოტე იოსელიანის მიერ ტელეკომპანია "იბერიაზე" გაკეთებულ განცხადებას.
"შეეშალა. ბოდიში მოიხადა. გავიგეთ. გავიარეთ.
მაგრამ ის ხალხი ხართ ყველაზე უხერხული, ახლა რომ გადაფსიხდით და თოვლივით შეურაცხყოფილნი ხართ, ხოლო როცა ბიძინა ალასანიას პირად ცხოვრებას აფრიალებდა, ფანჯიკიძეს მთავრობის სხდომაზე წიგრიცას ეძახდა და კადრებს უყრიდა, მანამდე კი მიშას ხან ძუძუს მოჭმას ხან კი სანდრას ორგანოებით ვაჭრობას აბრალებდნენ, დუმდით ან კი გულმოდგინედ ტირაჟირებდით ამ ჭორებს.
ასევე უხერხული ხართ ის ხალხი, ვინც ბიძინასთვის კუდის ქიცინით აღტკინებულნი შეენთეთ კოტეს "სიბინძურეს ნუ აბრალებთ" მის შვილსო. აი თქვენგან განსხვავებით, კოტეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები "სიბინძურედ" ნამდვილად არ მიაჩნია და ადამიანებს არ ყოფს მათი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.
მოკლედ, ვისაც არასოდეს არაფერი შეგშლიათ, გააგრძელეთ ქვების სროლა. დანარჩენებმა კი საქმეს მივხედოთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა", - წერს ბოკუჩავა.