5-03-2022
ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!.. - ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან...განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ...არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან!საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!" - წერს მდინარაძე.
16-11-2024
16-11-2024