გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Le Figaro: ემანუელ მაკრონმა მსხვილ ფრანგულ კომპანიებს ურჩია, რუსული ბაზარი არ დატოვონ

5-03-2022

ფრანგული Le Figaro-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთში მომუშავე 15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მედიის ცნობით, მაკრონმა მათ ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან.


„პრეზიდენტმა მათ მისცა რეკომენდაცია, არ გამოვიდნენ რუსული ბაზრიდან“, - წერს გამოცემა.


Le Figaro-ს ინფორმაციით, მაკრონთან შეხვედრას ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორებიცაა: Société générale-ი, Engie-ი, Airbus-ი, Safran-ი, Arianespace-ი, Thales-ი, Eramet-ი და Air Liquide-ი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930