გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე

7-03-2022

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ალიანსი პასუხისმგებელია ევროპის მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაზე.


მისი თქმით, საჰაერო სივრცის დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.
„ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავებმა რუსულ თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნან, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა ARD-ის ეთერში.


შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ს ქვეყნის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სთხოვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930