გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: გამოწვევების და პროვოკაციების მიუხედავად მშვიდობას შევინარჩუნებთ, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება

7-03-2022

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ვინაიდან ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.


„მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930