გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე "მთავარ არხს": თქვენ ტყუილის თქმა მოგიწიათ, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად...

7-03-2022

„თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი. თქვენ აპირებთ რუსეთთან რაიმე თანამშრომლობას? რა თანაშრომლობა და რა საკითხებზე?" - ასე უპასუხა „ქართული ოცნების „ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას - როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან და თუ შეუშლის ეს ხელს ევროკავშირში ჩვენი საკითხის განხილვას.


მამუკა მდინარაძის თქმით, „მთავარ არხს“ ძალიან ცუდი ტყუილის თქმა მოუწია.


„თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი. თქვენს კითხვას და ამ დამოკიდებულებას ის პრობლემა აქვს, რომ ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ იანვარში და თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 25 000-დან 30 000-მდე მოქალაქე შემოვიდა ტურისტული მიზნით. იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომი გააჩაღა, დაახლოებთ 15 000 - მდე ვიზიტორია რუსეთის მოქალაქე საქართველოში შემოსული. ანუ ვხედავთ, რომ რაიმე რადიკალური გადახრა ამ ციფრებში არ არის. ამ დროს თქვენს მიერ, ანუ ნაცმოძრაობის მიერ დაწყებული კამპანიის მიხედვით, ჩვენ ფეისბუქში ვხვდებით ტრენდს, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოვიდა 150 000, ზოგიერთ შემთხვევაში ნახევარ მილიონზე წავიდნენ, 120 000 - რაც აბსოლუტური ტყუილია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გიპასუხოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაშიც კი, ანუ 24 - დან დღემდე დაახლოებით არის 15 000 ადამიანზე საუბარი. იანვარში, როდესაც მგავსი არაფერი ხდებოდა 30 000 ადამიანის ფარგლებში ისედაც მოგზაურობდა საქართველოში, ანუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ მთელი ეს ნარატივი რაზეც დააფუძნეთ, რაც ახლა მკითხეთ აღმოჩნდა ცალსახა ტყუილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930