გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში 4 სოციალური სახლი შენდება, სადაც 100 ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრისს

7-03-2022

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იაფი საცხოვრისით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 8 371 976 ლარი არის გამოყოფილი. მშენებლობა 2022 წლის ოქტომბერში დასრულება.
 
ბათუმში იაფი საცხოვრისის პროექტის 1 ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 40 ოჯახს გადაეცა. დამატებით 40 ოჯახის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
 
,,ბათუმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი მოქალაქეების საბინაო უზრუნველყოფა, სწორედ ამ მიზნით ბათუმის მერიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 4 ახალი სოციალური სახლის აშენდება და 100 ოჯახი მიიღებს უკვე წლის ბოლოსთვის ახალ საცხოვრისს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე „ბათუმის ავარიული სახლების გარეშე", რომლის ფარგლებშიც უკვე 2025 წლისთვის, 4 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ოჯახი არ ცხოვრობდეს ავარიულ პირობებში ბათუმში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 
 
აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო.  პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე 3000 ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930