7-03-2022
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვარი-თებერვლის თვეებში 2 600 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 205 540 ლარი შეადგინა.
მათ შორის, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 754 ბენეფიციარმა, 75 772 ლარის ოდენობით.
ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ მიიღო 55 ოჯახმა, ფულადი დახმარების სახით გაიცა 13 800 ლარი;
ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ, 6564 ლარის ოდენობით;
მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარებით ისარგებლა 2 ოჯახმა, 600 ლარის ოდენობით;
შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა, 900 ლარის ოდენობით;
უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 2 მოქალაქემ, 1000 ლარის ოდენობით;
შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 271 ბენეფიციარმა, 18 725 ლარის ოდენობით;
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 186 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 30 748 ლარი;
ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 2400 ლარი;
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 246 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 127 812 ლარი.
სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 24 მოქალაქემ, 5680 ლარის ოდენობით;
"გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 128 მოქალაქემ, 73937 ლარის ოდენობით;
ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 76 ბენეფიციარს, 44 496 ლარის ოდენობით;
სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 2 მოქალაქეს, 165 ლარის ოდენობით;
ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 2 პირმა, 740 ლარის ოდენობით;
ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით " ისარგებლა 14 პირმა, დაფინანსების სახით გაიცა 2794 ლარი;
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 1 600 პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 956 ლარი გაიხარჯა.
16-11-2024
16-11-2024