17-06-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობა" ოთხმა ლიდერმა დატოვა.
"გახარიასთან კავშირში შემჩნეულმა, ვითომ კეთილის მსურველმა დამკვირვებლებმა მთელი კამპანია ჩაატარეს ჩვენი პარტიის “დაშლასთან" დაკავშირებით, თურმე უცებ ძალიან შეწუხდნენ შიდა პროცესებით, ურთიერთობით, ფინანსებით და ასე შემდეგ. მე, უკრაინაში, იმხელა გამოცდილება მივიღე ოლიგარქიული თამაშების და ხრიკების, რომ თქვენი ეშმაკობები სასაცილოდ არ მყოფნის. რამე უფრო სერიოზული უნდა მოიფიქროთ.
ნაციონალური მოძრაობა ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ოდესმე ბოლო წლებში და სულ მალე, კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ არა მხოლოდ წირვას გამოუყვანთ ჯაყოს სისტემას, არამედ სრულად ახალი ტიპის, ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს გავატარებთ საქართველოში. ამ ცვლილებების პროგრამას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ.
ამავე დროს, "ქართული ოცნების" დაშლის პროცესი ნამდვილად დაწყებულია და უახლოეს ხანში, შეუქცევად ხასიათს მიიღებს"-წერს მიხეილ სააკაშვილი.