გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: ლუკ კოფი, ასევე კაგებეს მაიორი შვეცი ღიად ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, ამ ყველაფერს კი ტირაჟირებას უწევენ ნაცმოძრაობის ტელევიზიები

8-03-2022

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირდაპირ დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობით არიან დაკავებულნი. მან ახსენა კაგებეს მაიორი შვეცი და ექსპერტი კოფი, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით არაერთ განცხადებას აკეთებენ. მათი მიზნების პროპაგანდისტულ მხარდაჭერაში ხაინდრავამ ტვ პირველი, ფორმულა და მთავარი არხი დაადანაშაულა. 


„ვინმე ლუკ კოფი, თავი რომ ექსპერტად მოაქვს, აშშ ში მოუწოდებდა ნატოს, რომ საქართველო გაძეძგეთ იარაღითო და ეს განცხადება ძალიან მსუყედ იყო გაშუქებული პროპაგანდისტული არხების მიერ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველო ჩაითრიონ იმ ომში, რაც დამანგრეველია სრულიად ევროპისთვის. პარალელურად ეს ტელევიზიები ცდილობენ და ყველანაირად აპიარებენ ვინმე იური შვეცს, რომელიც არის კაგებეს მაიორი, შეგზავნილი იყო თავის დროზე აშშ- ში როგორც „ტასის“ კორესპოდენტი და დაამთავრა სადაზვერვო სკოლა, სადაც სწავლობდა პუტინი. დღედაღამე ატრიალებენ ფორმულა, ტვ პირველი და მთავარი არხი ამ ადამიანების ინტერვიუებს, თითქოს საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩუმად რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, იტყუებიან, თითქოს ჩვენ ვცდილობთ ავარიდოთ რუსეთს სანქციები. აქ კითხვის ნიშნები აღარ არის, თუ გონება გვაქვს და ამ ქვეყნის შვილები ვართ, უნდა ცხადად დავინახოთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას და ამ ქვეყნის დანგრევას“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930