8-03-2022
,,ერთადერთი ქვეყანაა საქართველო მსოფლიოში, სადაც ამ დროს, გარკვეული ჯგუფი ადამიანების, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას, ყველაზე სამარცხვინო არის, რომ ამ საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი. ამ საქმეში, ასევე ჩართულია კაპიტანი გიგაური - ეს ვითომ არასამთავრობოები, ვითომ იურისტები, ვითომ დამცველები’’ - განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
როგორც ხაინდრავამ განმარტა, ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად ხდება და თუ ყველაფერს ერთმანეთს შევადარებთ დავინახავთ, რომ ეს პროპაგანდისტული მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს.
,,თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სინქრონულად ხდება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს სუყველანი ერთად, რომ შეკრიბო - ამათ სუყველას, ბოტიგებს, კუბილიუსებს, იან კელის, ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც აცხადებს, რომ თურმე საქართველო ასევე რუსეთის გვერდით არის და არ აკეთებს არაფერს და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად რომ შეკრიბო, ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც აქ მუშაობს, ძალიან ნათელი სურათი იხატება, რომ ეს არის დიდი შეთქმულება ამ ქვეყნის წინააღმდეგ" - განაცხადა ხაინდრავამ.
16-11-2024
16-11-2024