18-06-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II, III მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, არაყიშვილის, აბაშიძის და გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების, 10 საათიდან 15 საათამდე რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის, კალანდაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, გმირ კურსანტთა და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლები.