8-03-2022
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველო კულტურის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
ონლაინ გამოფენის ოფიციალური გახსნის დროს მონაწილეებს გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით მიმართეს.
2022 წლის ITB Berlin-ის გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი და მსოფლიოში 17 მილიონ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს აქვს წვდომა.
საქართველო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
16-11-2024
16-11-2024