გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ ახალციხელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

8-03-2022

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, უფროსი თაობის ღვაწლმოსილ და სხვადასხვა პროფესიის ახალციხელ ქალბატონებს  მიულოცეს.


ღონისძიების სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს. 


მოწვეულმა ქალბატონებმა ისაუბრეს ქალების წვლილზე საზოგადოებრივ განვითარებაში, ასევე  გაიხსენეს აქტიური თანაქალაქელები და სასიამოვნო მოგონებები  პროფესიული საქმიანობიდან, ასევე მადლობა გადაუხადეს  ღონისძიების ორგანიზატორებს. საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, მერიის თანამშრომლებმა  მოწვეულ სტუმრებს ყვავილები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოებისაგან“ უფასო სკრინინგთან დაკავშირებით სპეციალურად მომზადებული პოსტერებიგადასცეს.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს დღევანდელ დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930