გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა

9-03-2022

გაეროს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ლიკა ბაციკაძე და ნათია ბერაძესთან.


შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. 


შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატზე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირთა ჩართულობაზე. 


აღნიშნული შეხვედრა გაიმართა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში" ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930