9-03-2022
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის.მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია.ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
16-11-2024
16-11-2024