9-03-2022
,,კი ბატონო, ნუ ჩაასხამენ საწვავს "ლუკოილში", ნუ ისარგებლებენ "ჯვპ"-ს (წყლის კომპანია) და "თელმიკოს" მომსახურებით. ნუ იყიდიან პურს და ნუ ექნებათ კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდნენ (დამერწმუნეთ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ფაქტობრივად ენერგეტიკის სრული სპექტრია მოქცეული)’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილი მოწოდებას - არავინ ისარგებლოს ,,ლუკოლით.’’
როგორც გაბრიჭიძე წერს, ძალიან ადვილია მათი ატაცება, პარლამენტის წინ კივილი, მერე სახლში მისვლა და რუსულ დენზე ჩართულ ტელევიზორში მიშას იდიოტობების მოსმენა.
,,მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს "ლუკოილში". ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. "ლუკოილში" შეუძლია ჩაასხას "ალტ-ინფოს" და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს. კი ბატონო, ნუ ჩაასხამენ საწვავს "ლუკოილში", ნუ ისარგებლებენ "ჯვპ"-ს (წყლის კომპანია) და "თელმიკოს" მომსახურებით. ნუ იყიდიან პურს და ნუ ექნებათ კონტაქტი იმ კომპანიებთან, რომლებიც სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდნენ (დამერწმუნეთ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ფაქტობრივად ენერგეტიკის სრული სპექტრია მოქცეული). ძალიან ადვილია ასეთი ლოზუნგების სროლა. ძალიან ადვილია მათი ატაცება, პარლამენტის წინ კივილი, მერე სახლში მისვლა და რუსულ დენზე ჩართულ ტელევიზორში მიშას იდიოტობების მოსმენა. ძალიან ადვილია" - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024